ჰეპატოლენტიკულარული დეგენერაცია – ზოგადი დაავადება, რომელიც ხასიათდება სპილენძის ცვლის დარღვევით, ციროზის ტიპის ღვიძლის დაზიანებითა და თავის ტვინში დესტრუქციული პროცესებით. გვხვდება უპირატესად ჭაბუკობის ასაკში. და მიეკუთვნება გენეტიკურად განპირობებულ ფერმენტოპათიებს; გადაეცემა ავტოსომურ – რეცესიული ტიპით. ავადმყოფთა სისხლის შრატში დაქვეითებულია ცერულოპლაზმინის შემცველობა, რომელიც ბოჭავს სპილენძს და მნიშვნელოვნადაა გაძლიერებული სპილენძის აბსორბცია ნაწლავში. ამის შედეგად ხდება სპილენძის ჭარბ დაგროვებას ღვიძლში (რაც იწვევს ციროზის განვითარებას), ნერვული სისტემის განგლიებში (იწვევს მათ ტოქსიკურ დაზიანებას), კანში, რქოვანას პერიფერიაზე და სხვა ქსოვილებში.