დისპეფსია – საჭმლის მონელების უპირატესად ფუნქციური ხასიათის დარღვევების კრებითი ტერმინი, რომელიც ვითარდება საჭმლის მომნელებელი ფერმენტების უკმარისობის შედეგად. ალიმენტური დისპეფსია წარმოიქნება ხანგრძლივად არარაციონალური კვების შედეგად. განასხვავებენ დუღილის, ლპობით და ცხომოვან დისპეფსიებს. ლპობითი დისპეფსია უკავშირდება საკვებში ნახშირწყლების ჭარბად გამოყენებას, ასევე მაგ. ბურახის მსგავსი სასმელების მიღებას, რის გამოც ნაწლავში იქმნება გარკვეული პირობები დუღილის ფლორის განვითარებისათვის. ლპობითი დისპეფსია წარმოიქმნება საკვებში უპირატესად ცილოვანი პროდუქტების გამოყენებით, განსაკუთრებით ცხვრის, ღორის ხორცის მიღებით, რომლებიც ნელა გადამუშავდებიან ნაწლავში. ზოგჯერ ლპობითი დისპეფსია ვითარდება საკვებად უხარისხო ხორციანი პროდუქტების გამოყენებით. ცხიმოვანი დისპეფსიას იწვევს ძნელად გადამამუშავებელი, განსაკუთრებით ძნელლღობადი ცხიმების გამოყენება (ღორის, ცხვრის). საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მოტორული ფუნქციის დარღვევა აძნელებს საკვების ნორმალურ გადამუშავებას და ხელს უწყობს დისპეფსიის განვითარებას. ამავე დროს, დისპეფსიების დროს უჩვეულო, ან დიდი რაოდენობის დაშლის პროდუქტების წარმოქმნა (ორგანული მჟავები, ინდოლი, სკატოლი, გოგირდწყალბადი) აღიზიანებენ ნაწლავის ლორწოვანი გარსის რეცეპტორებს და იწვევენ ნაწლავის პერისტალტიკის დაჩქარებას. საჭმლის მონელების პროცესების მოშლა თავის მხრივ არღვევს ნაწლავის მიკროფლორის ნორმალურ განვითარებასა და იწვევს დისბაქტერიოზს.