воскресенье, 25 ноября 2012 г.

კოლიტის სიმპტომები




კოლიტის სიმპტომები, მიმდინარეობა. განგრენოზული (ნეკროზული) ფორმა წარმოიქმნება ჯორჯლის ქვედა არტერიის სრული დაცობისას; ვლინდება უმწვავესი ტკივილებით მუცლის მარცხენა ნახევარში, ნაწლავური გაუვალობის ნიშნებით, რექტალური სისხლდენით და შემდეგ კი პერიტონიტით. გარდამავალი ეპიზოდური ფორმაა ,,ნაწლავის ხანგამოშვებითი სიკოჭლე”, რომელიც აღინიშნება ამ არტერიის ნაწილობრივი დაცობისას; ვლინდება ტკივილით მუცლის მარცხენა ნახევარში ან ეპიგასტრიუმში, რომელიც წარმოიქმნება ჭამის შემდეგ, დიარეით, მუცლის შებერვით, ზოგჯერ ღებინებით. თანდათანობით ვითარდება სიგამხდრე. მუცლის პალპაციით ვლინდება მსხვილი ნაწლავის დაზიანებული მიდამოს მტკივნეულობა, ზოგჯერ მუცლის წინა კედლის დამცავი დაჭიმულობა. დიაგნოზი დასტურდება ირიგო – , რექტორომანოდა კოლოსკოპიით. ირიგოსკოპიის დროს დაზიანებულ მიდამოში ვლინდება ,,ფსევდოსიმსივნისსურათი ავსების დეფექტით. ენდოსკოპური გამოკვლევით: დაზიანებული უბნის ლორწოვანი გარსის შეშუპება, ლორწქვეშა სისხლჩაქცევები, ქრონიკულ შემთხვევებშილორწოვანი გარსის ანთებითი ინფილტრაცია, დაწყლულება და წყლულების დანაწიბურების შედეგადნაწლავის დაზიანებული უბნის სტრიქტურები. სელექტური ანგიოგრაფია საშუალებას იძლევა დადასტურდეს ჯორჯლის არტერიის გამავლობის დარღვევა.დაწვრილებით >>>>

Комментариев нет:

Отправить комментарий