воскресенье, 25 ноября 2012 г.

კოლიტის სიმპტომები



 კოლიტის სიმპტომები, მიმდინარეობა.
დამახასიათებელია მწვავე სპასტიკური ხასიათის ტკივილი მუცელში, მადის დაქვეითება, ფაღარათი, ზოგადი სისუსტე. განავალი თხიერია, სისხლის შენარევით. შედარებით მძიმე შემთხვევებში განავალი წყლიანია, შეიცავს დიდი რაოდენობით ლორწოს, ზოგჯერ სისხლს; დეფეკაციის სიხშირე დღეში 15 – 20 – ია, შესაძლოა თან მტკივნეული ტენეზმები; მატულობს სხეულის ტემპერატურა (38 გრადუსამდე და მეტი); განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში მკვეთრადაა გამოხატული ზოგადი ინტოქსიკაციის სიმპტომები, ენა მშრალია, დაფარულია რუხი ფერის ან ჭუჭყიანი მორუხო ფერის ნადებით, მუცელი შებერილია, ხოლო ძლიერი ფაღარათის დროს დაკიდულია. პალპაციით აღინიშნება მტკივნეულობა მსხვილი ნაწლავის გაყოლებაზე, სხვადასხვა ნაწილებში – ყურყური. რექტორომანოსკოპიით ვლინდება მსხვილი ნაწლავის დისტალური ნაწილების ლორწოვანის ჰიპერემია და შეშუპება, ნაწლავის კედლებზე ჩანს დიდი რაოდენობით ლორწო, ხოლო უფრო მძიმე შემთხვევებში – ჩირქი; შესაძლოა იყოს ეროზიები, დაწყლულებები და სისხლჩაქცევები. სისხლის გამოკვლევით ვლინდება ზომიერი ლეიკოციტოზი, ედსი მომატებულია. შედარებით მსუბუქ შემთხვევებში ავადმყოფი სწრაფად გამოჯანმრთელდება. მძიმე შემთხვევებში დაავადება ღებულობს გახანგრძლივებულ ხასიათს.

Комментариев нет:

Отправить комментарий