понедельник, 24 февраля 2014 г.

დიარეა

                                                  დიარეა
                                                                                ნათია ცირდავა 
დიარეა ეწოდება დეფეკაციის სიხშირის მატებას და განავლის კონსისტენციის და მოცულობის შეცვლას პაციენტებისთვის ჩვეულ ნაწლავთა მოქმედებასთან შედარებით.
ჯანმოს განმარტებით დიარეის დროს:
·     ნაწლავთა მოქმედების სიხშირე უნდა იყოს 3 და მეტი დღე- ღამეში;
· განავლის კონსისტენცია უფრო მეტად სითხის შემცველი, ვიდრე მოცემული პირითვის არის ჩვეული. ჩვეულებრივ ფეკალიებში წყლის შემცველობა 72-78 %-ია. თ გაიხარდა 85 %- მდე , განავალი თხელი ხდება, ხოლო 90%-იანი შემცველობის დროს წყლისებური.
· დიარეის დროს მოცულობა ახალშობილებში და ჩვილებში >10 გ/კგ-ზე, ხოლო ნებისმიერ ასაკში - >200 გრამზე დღე-ღამეში. ფეკალიების მოცულობა ნორმაში არის ახალშობილებში და ჩვილებში 5-10 გ/კგ დღე-ღამეში, ნებისმიერ ასაკში -200 გრამამდე დღე- ღამეში. 

     შესაბამისად მხოლოდ სიხშირის გაზრდა ან მხოლოდ კონსისტენციის შეცვლა მოცულობის გარზდის გარეშე არ ითვლება დიარეად, სწორედ ამიტომ ძუძუთი ექსკლუზიური კვების დროს ახალშობილებში და ჩვილებში ნაწლავთა მოქმედება 3-6 ჯერ ნორმად ითვლება ( რადგან არ არის გაზრდილი მოცულობა, კონსისტენცია ფაფისებურია, ფერი ოქროსფერი და არ აქვს მყრალი სუნი). ამავე მიზეზით ძალიან თხელი, ან საერთოდ წყლისებური ფეკალური მასებით 1-2-ჯერ დეფეკაციაც ნებისმიერ ასაკში არ ჩაითვლება დიარეად, თუ არ გაიზარდა სიხშირე და მოცულობა. ასეთი მიდგომა დიარეის ჰიპერდიაგნოსტიკისა და გაუმართლებელი მკურნალობის თავიდან აცილების საწინდარია.
    
   მწვავე და ქრონიკული დიარეა

 დიარეას ეწოდება მწვავე, თუ ზემოთ ჩამოთვლილი ცვლილებები გრძელდება 4 დღემდე (განვითარებულ ქვეყნებში მიღებულია 21 დღიანი ზღვარი). თუ დეფეკაციის სიხშირე , ფეკალიების თვისებების და მოცულობის შეცვლა გრძელდება 14 დღეზე მეტ ხანს, ამას ეწოდება გახანგრძლივებული, ხოლო 6 კვირაზე მეტი ხანს კი ქრონიკული დიარეა.

  გამომწვევი მიზეზები:
 მწვავე დიარეის ყველაზე ხშირი მიზეზი ყველა ასაკობრივ ჯგუფში მწვავე ინფექციური გასტროენტერიტია, ასევე სისტემური ინფექციური დაავადებები და ანტიბიოტიკების ხმარებასთან დაკავშირებული დიარეა.  შედარებით იშვიათად გვხვდება : თანდაყოლილი მალაბსორბცია, ჰირშპრუნგის დაავადების ფონზე განვითარებული ენტეროკოლიტი და თირკმელზედა ჯირკვლის ჰიპერპლაზია.
ქრონიკული დიარეის ყველაზე ხშირი მიზეზია: ჩვილებში მეორადი მალაბსორბცია, კერძოდ ლაქტაზას ტრანზიტორული დეფიციტი, ალერგიული ენტეროკოლიტი ანუ ძროხის რძის ცილის /სოიის ცილის აუტანლობა,
ცელიაკია
 ასაკთან ერთად იზრდება გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის და ნაწლავის ანთებით დაავადების ხვედრითი წილი. შედარებით იშვიათად დიარეის მიზეზი ხდება შიდსის ენტეროპათია, კიდევ უფრო იშვიათია სიმსივნური პროცესი, ენდოკრინოპათიები.
დიარეა კლინიკურად შეიძლება გამოვლინდეს:
  • მუცლის მოვლითი ხასიათის ტკივილით ;
  • მუცლის შებერვით, მეტეორიზმით;
  • ნაწლავების მოქმედების ხშირი, ძნელად მოსათმენი მოთხოვნილებით;
 სხვა ნიშნები: 
 • ლორწოვანი, ჩირქოვანი და/ან სისხლიანი განავალი;
 • გულისრევა, ღებინება;

Комментариев нет:

Отправить комментарий