среда, 19 февраля 2014 г.

კითხვა- პასუხი ( ყაბზობა)


                                                                                     ნათია ცირდავა

   კითხვა:  მყავს  7 თვის პატარა. 2 თვის ასაკიდან დაეწყო  შეკრულობა. ვასვით პედიატრის დანიშნულებით  ლივიფლორი, შემდეგ ლაქტო ჯი,ბიფლორაკი დუფალაკთან ერთად, შედეგი  არაა. შევწყვეტთ დუფალაკს კუჭში გასვლა უჭირს. სხვა პედიატრთანაც მყავდა 2 კვირის  წინ. უზმოდ  წყალი  დაგვინიშნა და დუფალაკი 3 თვე, ასევე  ბრინჯის ფაფა და ბოსტნეულის  პიურე, კუჭში გასვლა დავიწყეთ ოღონდ ძალიან მკვრივი განავალია. ამასთან დაერთო ალერგიული გამონაყარი, ვასმევთ ესლოტინს, რა ვქნათ? მთელი ცხოვრება დუფალაკზე ხომ არ იქნება?
  პასუხი:  ქალბატონო რა კვებაზე გყავთ თქვენი პატარა ( რაციონი)? რამდენ დღეში ერთხელ აქვს ნაწლავთა მოქმედება დამოუკიდებლად? ხომ არ შეგიმჩნევიათ სისხლიანი განავალი? როგორია ბავშვის წონის ნამატი ( დაბადების და ამჟამინდელი წონა). ხომ არ ჩაგიტარებიათ რაიმე კვლევა ( მაგ. ირიგისკოპია). რამდენ მლ. დუფალაკს ასმევთ და როგორ?  


  კითხვა:  გამარჯობათ, დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ძუძუთი  ვიკვებებით, დაიბადა 2750 ამჟამად არის 7900, სისხლი არ გვაქვს განავალში, დამოუკიდებლად როდესაც გადიოდა 3-4დღეში ერთხელ, და ძალიან მკვრივი მასებით, თანაც სულ ტიროდა. დუფალაკს ვასმევდი 12 მლ, ამჯამად 2 კვირაა 5 მლ. უკვე დღეში 1 ჯერ გადის, ვასმევ დილით ჭამის დროს, დილით მივირთმევთ ძუძუს, შემდეგ გახეხილ ვაშლს, ნუტრილაკის ბრინჯის ფაფას გოგრით,   ძუძუ, ბოსტნეულის პიურე,  ძუძუ, ჰაინცის პეჩენია და ჩაი, ძუძუ, 3 თვის განმავლობაში თუ არ მოუწესრიგდა მერე გავუკეთოთ ირიგოსკოპიაო, ასე გვითხრეს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყურადღებისთვის

  პასუხი: ქალბატონო  დუფალაკი ანუ ლაქტულოზა არის ნივთიერება რომელიც ორგანიზმის მიერ არ შეიწოვება, ის იწვევს განავლის გაჯირჯვებას. მისი  ხანგრძლივად გამოყენება არ იწვევს შეჩვევას.  თუ თქვენი პატარა 5 მლ-ზე , ყოვედღე თქვენი დახმარების გარეშე, რბილი, ფორმირებული მასებით გადის კუჭში. ეს ნიშნავს რომ ეს თქვენი  სასურველი დოზაა, მისი მიღება სულ მცირე 1 თვე უნდა განაგრძოთ. ( მაგრამ თუკი ნაწლავთა მოქმედებისთვის კვლავ თქვენი დაამარება ჭირდება მაშინ დოზა უნდა გაზარდოთ 2.5 მლ-ით ყოველ 3 დღე ერთხელ, სასურველი ეფექტის მიღებამდე.) წამლის ერთიანად მოხსნა არ არის სასურველი რადგან , შესაძლოა ყაბზობა კვლავ თავიდან აღმოცენდეს. დოზა უნდა შეამციროთ ძალიან ნელა.
    სასურველია პრობიოტიკის ( აღადგენს ნაწლავების ფლორას, რომელიც ყაბზობის დროს ჩვეულებრივ დარღვეულია), ფერმენტის ( რომელიც ხელს უწყობს საკვების მონელებას) და ასევე პროკინეტიკის ( რომელიც აძლიერებს ნაწლავების პერისტალტიკას)  ჩართვა. ეს არის ყაბზობის ერთიანი მკურნალობის სქემა.
    რაც შეეხება კვებას.ბრინჯი, კარტოფილის პიურე, ჰერკულესი, ბანანი ხელს უწყობს ყაბზობას. ამიტომ სასურველია ბავშვს ბრინჯის ნაცვლას მისცეთ მაგალითად წიწიბურა, ასევე ბოსტნეული და ხილი ( ვაშლი გახეხილი). ანუ უჯრედისით დატვირთოთ რადგან უჯრედისი აუცილებელია ნაწლავთა მოქმედებისთვის. ამასთან სითხეებით დატვირთვა : 7 თვის ასაკიში სითხის დღიური მოცულობა უნდა იყოს 700 მლ ( რაც მოიცას თქვენი რძე, სუპები, ჩაი).  ასევე შეგიძლიათ 8 თვიდან დაუწყოთ ხორცის მიცემა.

5 комментариев:

  1. გამარჯობათ, მყავს თვენახევრის პატარა, ბოლო დროს დაეწყო შეკრულობა, მყავს ბუნებრივ კვებაზე, და დღეში ერთხელ ვაჭმევ ხელოვნურს, პედიატრმა გამოუწერა დუფალაკი 1 ჩაის კოვზი 24 საათში ერთხელ, კუჩის მოქმედება ქონდა მესამე დგეს, დუფალაკს ისევ ვასმევ და მეორე დღეა კუჭის მოქმედება არ ქონია. რისსი ბრალი შეიძლება იყოს? ან როგორ უნდა მოვიქცე
    ?

    ОтветитьУдалить
  2. გამარჯობათ მყავს 3წლის ბავშვი აწუხებს შეკრულობა ვერაფრით ვუშველე გთხოვთ მირჩიეტ რამე

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. გამარჯობა,რამე გამოსავალი იპოვეთ თუ ისევ იგივე პრობლემით ხართ.ჩემს გოგოსაც აწუხებს და იქნებ იცოდეთ რამე

      Удалить
  3. მყავს 3წლის ბავშვი აწუხებს შეკრულობა.პერიოდულად ვმკურნალობდით(უშედეგოდ) ვფიქრობ ითმენს ტკივილის გამო რადგან ქონდა ნახეთქები გაუვალობის გამო.არის უჭმელი ბავშვი ხილს წვნიანს და ა.შ იშვიათად და თუ შეჭამს.იქნებ მირჩიოთ რაიმე რაც სწორნაწლავი ნახეთქებს დაუამებს და თან გაუთხიერებს და მარტივად მოინრლებს

    ОтветитьУдалить
  4. The Best Casino - Oklahoma - Online Gambling
    The best casino for gambling is at 블랙잭 Eagleview Casino Resort and Casino-Resort. The 토토 꽁머니 casino is 10 벳 operated by the Eastern Band 사설토토사이트 of Cherokee Indians 인디언포커 and operated by

    ОтветитьУдалить