მაობლიტირებელი თრომბანგიიტი

მაობლიტირებელი თრომბანგიიტი (thromboangiitis obliterans, Buerger’s disease) –არტერიებისა და ვენების ანთებითი სისტემური დაავადება; ხასიათდება საშუალო და წვრილი, შემდეგ კი მსხვილი სისხლძარღვების სეგმენტური ობლიტერაციითა და თრომბოზით; ვითარდება მამაკაცებში. წინასწარგანმწყობი ფაქტორებია თამბაქოს წევა, გაცივება და მოყინვა, ავტოიმუნური დაავადებები (რევმატიზმი). მორფოლოგიურად ვლინდება ანთებასისხლძარღვის სუბინტიმური პროლიფერაციითა და სანათურის შევიწროებით. Read the rest of this entry »