პნევმოსკლეროზი

პნევმოსკლეროზი - (ბერძნ. pneomon – ფილტვები და სკლეროზი), სხვადასხვა დაავადების შედეგად ფილტვებში შემაერთებელი ქსოვილის ზრდა. პნევმოსკლეროზის განვითარების მიზეზებია პნევმონია, ქრონ. ბრონქიტი, ბრონქული ასთმა, გრიპიტუბერკულოზი, პნევმოკონიოზი, კოლაგენური დაავადებანი, გულის უკმარისობა, ბავშვთა  ინფექციები (წითელა, ყივანახველა), ტრავმული და სხივური დაზიანება და სხვ. ხშირად პნევმოსკლეროზს საფუძვლად უდევს ბრონქოპულმონალური სისტემის ალერგიული რეაქცია. პნევმოსკლეროზის დროს ფილტვები მკვრივი კონსისტენციისაა, ელასტიკური ქსოვილის ადგილზე ვითარდება შემაერთებელი ქსოვილი, რაც მძიმე შემთხვევაში ფილტვის ქსოვილის უხეშ დეფორმაციასა და გარდაქმნას (პნევმოციროზი) იწვევს. პნევმოსკლეროზი შეიძლება იყოს დიფუზური და კეროვანი. კეროვანი პნევმოსკლეროზის დროს ჩვეულებრივ ჩივილები არ აღინიშნება; შეიძლება განვითარდეს ბრონქოექტაზიური დაავადება. დიფუზური პნევმოსკლეროზის
პნევმოსკლეროზი
ნიშნებია ქოშინი (დასაწყისში ფიზ. დატვირთვისას, შემდეგ მოსვენებულ მდგომარეობაშიც),ციანოზი, ხველა. დიფუზური პნევმოსკლეროზის პროგრ. განვითარებისას აღინიშნება ე. წ.სისხლის მიმოქცევის მცირე წრის ჰიპერტონია. ფილტვის ჰიპერტონიისა და გულის მარჯვ. პარკუჭის გადატვირთვის შედეგად ვითარდება ფილტვისმიერი გული, შემდეგ კი – გულისუკმარისობა. პნევმოსკლეროზის ამოცნობაში დიდი მნიშვნელობა აქვს პერკუსიას,აუსკულტაციას და რენტგენოდიაგნოსტიკას. Read the rest of this entry »