воскресенье, 25 ноября 2012 г.

შეკრულობის მკურნალობა



მსხვილი ნაწლავის ორგანული დაავადებით გამოწვეულიშეკრულობის დროს ტარდება ამ დაავადებების მკურნალობა. ატონიური შეკრულობის დროს ყოველდღიურ კვებით რაციონში ზრდიან პროდუქტებს, რომლებიც შეიცავენ დიდი რაოდენობით მცენარეულ უჯრედისს. განსაკუთრებით ნაჩვენებია ჭარხალი, სტაფილო. სპასტიკური შეკრულობის დროს დიეტა უნდა იყოს დამზოგავი, ხორცი და თევზი ინიშნება მოხარშული სახით, ხილი და ბოსტნეული-გახეხილი ან პიურეს სახით. მიზანშეწონილია რეგულარულად რძემჟავა პროდუქტების მიღება. ატონიური შეკრულობების დროს რეკომენდებულია აქტიური ცხოვრების წესი, სამკურნალო ფიზკულტურა, ცირკულარული შხაპი, წყალქვეშა აბაზანები.  თუკიშეკრულობის მიზეზია ფსიქოემოციური ლაბილობა, ინიშნება სედატიური პრეპარატები და ტრანკვილიზატორები. ნაწლავის სპასტიკური შეკრულობის დროს ნაჩვენებია სპაზმოლიტიკები, ქოლინოლიზური საშუალებები, ასევე კომბინირებული პრეპარატები. ატონიური შეკრულობების დროს სიმპტომური თერაპიის სახით ნაჩვენებია საფაღარათოები; პროგნოზი დროულად დაწყებული მკურნალობის დროს კარგია.
>>>>>>>>>>  დაწვრილებით >>>>>>>>>>


1 комментарий:

  1. როგორც ვიცი, შეკრულობის დროს კარგია ყოველდღიურად მოახდინოთ კუჭში გასვლა, თუნდაც მოთხოვნილება არ გქონდეთ . თუმცა დააზუსტეთ ექიმთან ან ვინმესთან..

    ОтветитьУдалить