воскресенье, 25 ноября 2012 г.

ფაღარათის კლასიფიკაცია


ფაღარათის (დიარეის) სამეცნიერო კლასიფიკაცია გამომწვევი მიზეზების მიხედვით
ინფექციური ფაღარათები
ინფექციური ფაღარათები აღინიშნებადიზენტერიისსალმონელოზისკვებითი ტოქსიკოინფექციების, ვირუსული დაავადებების, ამებიაზის და სხვ. დროს.
ალიმენტური ფაღარათი
ალიმენტური ფაღარათი შესაძლოა გამოწვეული იყოს არასწორი კვებით, ან ამა თუ იმ საკვები პროდუქტისადმი ალერგიით.
დისპეფსიური ფაღარათები (დიარეა)
დისპეფსიურიფაღარათები (დიარეა) აღინიშნება საკვები მასების გადამუშავების მოშლისას, რაც გამოწვეულია კუჭის სეკრეტორული და  კუჭქვეშა ჯირკვლის ან წვრილი ნაწლავის მიერ ზოგიერთი ფერმენტის უკმარისობით.
დისპეფსიური ფაღარათები (დიარეა)
დისპეფსიური ფაღარათები (დიარეა) თან ახლავს ურემიას, ვერცხილსწყლით, დარიშხანით მოწამვლას.
მედიკამენტოზური ფაღარათები (დიარეა)
მედიკამენტოზური ფაღარათები (დიარეა)  შესაძლოა შედეგი იყოს ნაწლავის ფიზიოლოგიური მიკროფლორის დათრგუნვისა და დისბაქტერიოზის განვითარების.
ნევროგენური ფაღარათები(დიარეა)
ნევროგენური ფაღარათები(დიარეა)აღინიშნება ნაწლავის მოტორული ფუნქციის ნერვული რეგულაციის მოშლისას. დეფეკაციის სიხშირე სხვადასხვაგვარია, განავალიწყლიანი ან ფაფისებურია. მაგალითად, დიზენტერიის დროს განავალს აქვს თავდაპირველად მკვრივი კონსისტენცია, შემდეგ ხდება თხიერი, მცირე რაოდენობის, ჩნდება ლორწო და სისხლი; ამებიაზის დროსშეიცავს მინისებრ ლორწოსა და სისხლს, ზოგჯერ სისხლით გაჟღენთილია ლორწო და განავალი ღებულობს მალინისებრი ჟელეს სახეს.

Комментариев нет:

Отправить комментарий