воскресенье, 25 ноября 2012 г.

ვირუსული ფაღარათი



ვირუსული ფაღარათი (დიარეა) განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს თანამედროვე საექიმო პრაქტიკაში. წამყვანი ეტიოლოგიური ფაქტორია როტავირუსი.  მოზრდილებში როტავირუსი ხშირად ხდება გასტროენტერიტის  გამოწვევი. როტავირუსული ინფექციის ლატენტური პერიოდი ერთიდან რამდენიმე დღემდეა. ვირუსული გასტროენტერიტის დასაწყისი მწვავეაიწყება ღებინებით, ბავშვებში საკმაოდ გამოხატულია; შემდეგში ვითარდება ფაღარათი, ასევე ინფექციის ზოგადი სიმპტომები: თავის ტკივილი, ცხელება, მაგრამ ეს მოვლენები, როგორც წესი გამოხატულია ზომიერად. მუცელში ტკივილები დამახასიათებელი არ არის ვირუსული გასტროენტერიტისათვის. ფაღარათს აქვს წყლიანი ხასიათი, დაკარგული სითხე შეიცავს მცირე რაოდენობის ცილას, მაგრამ დიდი რაოდენობით მარილებს. ეს სურათი მოგვაგონებს სეკრეტორულ ფაღარათს, რომელიც გამოწვეულიაქოლერის ვიბრიონით ან ნაწლავის ჩხირის ენტეროტოქსინებით; მან შეიძლება გამოიწვიოს სითხის მასიური დაკარგვა, საათში 1 მდე მოზრდილებში. ვირუსული ფაღარათის დროს მსხვილი ნაწლავი არ ზიანდება და განავალში არ არის ლეიკოციტები; ვირუსული ფაღარათი მოზრდილებში გრძელდება 1 – 3 დღე, ბავშვებში ორჯერ მეტად. გამოხატულმადეჰიდრატაციამ შესაძლოა გარკვეული საფრთხე შეუქმნას ავადმყოფის სიცოცხლეს. თერაპია ითვალისწინებს დაკარგული სითხის შევსებას. ეს შევსება შესაძლებელია მოხდეს ინფუზურად, ასევე შიგნით მიღებით. სითხის რაოდენობამ უნდა შეადგინოს 1,5 განავლის 1 ზე, მაგრამ ძირითადი მაჩვენებელს წარმოადგენს კანის, ლორწოვანი გარსების სისხლძარღვების ხილული ავსება .>>>>>>>>> დაწვრილებით >>>>>>>>>>>>

Комментариев нет:

Отправить комментарий