воскресенье, 25 ноября 2012 г.

ფაღარათის გამომწვევი მიზეზები



ფაღარათის გამომწვევი მიზეზები  (პოპულარული აღწერა)

ფაღარათი (დიარეა) მრავალმა მიზეზმა შეიძლება გამოიწვიოს. მათ შორის ყველაზე ხშირია ცხრილში მოცემული მიზეზები.
ბაქტერიები
დაბინძურებული წყლით, საკვებით, ხელებით ან ჭურჭლით, ორგანიზმში ხვდება კამპილობაქტერია, სალმონელა, შიგელა, ეშერიხია კოლი და სხვა ბაქტერიები, რომლებიც იწვევენ ფაღარათს (დიარეას).
ვირუსები
ფაღარათის გამომწვევი შეიძლება იყოს როტავირუსი, ციტომეგალოვირუსი, ჰერპესის ვირუსი, ჰეპატიტის ვირუსები და სხვ.
პარაზიტები
დაბინძურებული წყლით, საკვებით, ხელებით ან ჭურჭლით, ორგანიზმში ხვდება  ლამბლიები, ამება, ჰელმინთები (ნაწლავური ჭიები), რომლებიც იწვევენ ფაღარათს (დიარეას)
საკვების აუტანლობა
ზოგიერთი ინდივიდი ვერ იტანს საკვების გარკვეულ ჯგუფს. მათი მიღება დიარეის (ფაღარათის) გამოწვევის მიზეზი ხდება.
რეაქცია მედიკამენტებზე
საკმაოდ ხშირად გვევლინება ფაღარათის (დიარეისგამომწვევ  მიზეზად.
ნაწლავების ქრონიკული დაავადებები
უმრავლეს შემთხვევებში ფაღარათი (დიარეა)  წარმოადგენს მწვავე ან ქრონიკული კოლიტისენტერიტის სიმპტომს.
ნაწლავების ფუნქციური დარღვევები
მაგალითად, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, მუცლის ღრუში ჩატარებული სხვადასხვა ოპერაციები და .. იწვევს ფაღარათს (დიარეას)
ქრონიკული დაავადებები
მაგალითად, ტოქსიკური ჩიყვი ხშირად არის ფაღარათის (დიარეის)მიზეზი
მოგზაურობა
მოგზაურობას თან ახლავს მიკრობების, ვირუსების, პარაზიტების ორგანზმში მოხვედრის რისკი. გარდა ამისაფაღარათი (დიარეა) შეიძლება გამოიწვიოს მიუჩვეველმა წყალმა, საკვებმა, ჰაერმა და სხვა. ამ ტიპის დიარეას მოგზაურთა ფაღარათად  (დიარეად მოიხსენიებენ.

Комментариев нет:

Отправить комментарий