четверг, 11 апреля 2024 г.

ამაზონის ქართულენოვანი სარჩევი

  გვერდზე , რომლის მისამართს ქვემოთ ხედავთ, დევს ამაზონის ქართულენოვანი სარჩევი

 აღნიშნული გვერდის  გამოძახებისას, გადახვალთ ამაზონის რეგიონალური და აქციური ფასდაკლებების გვერდზე. ზოგჯერ ფასდაკლებები 60 %-საც აღწევს.

 აღნიშნული  გვერდი მხოლოდ ქართულენოვან სვლაგეზს აქვეყნებს, იგი არ იწერს საქონელს და კონსულტანტები არ ყავს. ამაზონიდან დამოუკიდებლად უნდა გამოიწეროთ. ამაზონიდან გამოწერა არაა რთული.

  საქონლის უდიდესი არჩევანი, ზომიერი ფასები, დროული მოწოდება- დამახასიათებელია ამაზონისათვის.

 ამაზონზე ყოველთვის შედით ამ გვერდიდან > https://www.medgeo.net/ამაზონი-ფასდაკლებებით/









суббота, 29 марта 2014 г.

ახალშობილის კანის გაღიზიანება

საფენისმიერი დერმატიტი

საფენისმიერი დერმატიტი ძუძუთა ასაკის ბავშვთა გავრცელებული პრობლემაა, ძირითადად ვითარდება ხელოვნურ კვებაზე მყოფ ჩვილებში, რომელთა განავალი შედარებით ტუტე რეაქციისაა. ასევე საფენისმიერი დერმატიტი ხშირია იმ პატარებში, რომელთაც მიდრეკილება აქვთ  ალერგიული რეაქციებისაკენ, აღენიშნებათ ატოპიური ან სებორეული დერმატიტი.

четверг, 13 марта 2014 г.

საქართველოს კოლოპროქტოლოგიის ცენტრი

საქართველოს კოლოპროქტოლოგიის ცენტრი


სწორი და მსხვილი ნაწლავის დაავადებებისგან განკურნების თემაზე მასმედიით გავრცელებული რეკლამების უმრავლესობა შორს არის შესაბამისი კატეგორიის პაციენტების მკურნალობის ტაქტიკისადმი „საქართველოს კოლოპროქტოლოგიის ცენტრის“  მიდგომებისგან.
პაციენტების/მოსახლეობის ინტერესების დაცვის მიზნით „საქართველოს კოლოპროქტოლოგიის ცენტრი“  ინფორმაციას საკუთარი სამეცნიერო-პრაქტიკული პოტენციალისა და გამოცდილების შესახებ ხელმისაწვდომს ხდის სოციალური ქსელით მოსარგებლეებისთვის:

понедельник, 24 февраля 2014 г.

დიარეა

                                                  დიარეა
                                                                                ნათია ცირდავა 
დიარეა ეწოდება დეფეკაციის სიხშირის მატებას და განავლის კონსისტენციის და მოცულობის შეცვლას პაციენტებისთვის ჩვეულ ნაწლავთა მოქმედებასთან შედარებით.
ჯანმოს განმარტებით დიარეის დროს:
·     ნაწლავთა მოქმედების სიხშირე უნდა იყოს 3 და მეტი დღე- ღამეში;
· განავლის კონსისტენცია უფრო მეტად სითხის შემცველი, ვიდრე მოცემული პირითვის არის ჩვეული. ჩვეულებრივ ფეკალიებში წყლის შემცველობა 72-78 %-ია. თ გაიხარდა 85 %- მდე , განავალი თხელი ხდება, ხოლო 90%-იანი შემცველობის დროს წყლისებური.
· დიარეის დროს მოცულობა ახალშობილებში და ჩვილებში >10 გ/კგ-ზე, ხოლო ნებისმიერ ასაკში - >200 გრამზე დღე-ღამეში. ფეკალიების მოცულობა ნორმაში არის ახალშობილებში და ჩვილებში 5-10 გ/კგ დღე-ღამეში, ნებისმიერ ასაკში -200 გრამამდე დღე- ღამეში. 

среда, 19 февраля 2014 г.

ყაბზობა

                                                                                                  


                                       ყაბზობის მიზეზები 
                                                                               ნათია ცირდავა
  პერისტალტიკის დარღვევა:
  • ნაკლები ბოჭკოვანი საკვები;
  • ნაკლები სითხის მიღება;
  • ინერტული ნაწლავი;
  • ნაწლავის ანთებითი დაავადებები;
  • გაღიზიანებადი ნაწლავის სინდრომი (IBD);
  • ნაწლავური მიოპათია;
  • ოგილვიეს სინდრომი (ფსევდოობსტრუქცია, კოლინჯის დილატაცია მექანიკური ობსტრუქციის გარეშე);
  • მედიკამენტები;
  • ნევროლოგიური მიზეზები;
  • ფსიქიატრიული ფაქტორები;

მენჯის ღრუს პრობლემები

    ყაბზობა
  •  ანიზმი, სპასტიური მენჯის სინდრომი;

კითხვა- პასუხი ( ყაბზობა)


                                                                                     ნათია ცირდავა

   კითხვა:  მყავს  7 თვის პატარა. 2 თვის ასაკიდან დაეწყო  შეკრულობა. ვასვით პედიატრის დანიშნულებით  ლივიფლორი, შემდეგ ლაქტო ჯი,ბიფლორაკი დუფალაკთან ერთად, შედეგი  არაა. შევწყვეტთ დუფალაკს კუჭში გასვლა უჭირს. სხვა პედიატრთანაც მყავდა 2 კვირის  წინ. უზმოდ  წყალი  დაგვინიშნა და დუფალაკი 3 თვე, ასევე  ბრინჯის ფაფა და ბოსტნეულის  პიურე, კუჭში გასვლა დავიწყეთ ოღონდ ძალიან მკვრივი განავალია. ამასთან დაერთო ალერგიული გამონაყარი, ვასმევთ ესლოტინს, რა ვქნათ? მთელი ცხოვრება დუფალაკზე ხომ არ იქნება?
  პასუხი:  ქალბატონო რა კვებაზე გყავთ თქვენი პატარა ( რაციონი)? რამდენ დღეში ერთხელ აქვს ნაწლავთა მოქმედება დამოუკიდებლად? ხომ არ შეგიმჩნევიათ სისხლიანი განავალი? როგორია ბავშვის წონის ნამატი ( დაბადების და ამჟამინდელი წონა). ხომ არ ჩაგიტარებიათ რაიმე კვლევა ( მაგ. ირიგისკოპია). რამდენ მლ. დუფალაკს ასმევთ და როგორ?