понедельник, 24 февраля 2014 г.

დიარეა

                                                  დიარეა
                                                                                ნათია ცირდავა 
დიარეა ეწოდება დეფეკაციის სიხშირის მატებას და განავლის კონსისტენციის და მოცულობის შეცვლას პაციენტებისთვის ჩვეულ ნაწლავთა მოქმედებასთან შედარებით.
ჯანმოს განმარტებით დიარეის დროს:
·     ნაწლავთა მოქმედების სიხშირე უნდა იყოს 3 და მეტი დღე- ღამეში;
· განავლის კონსისტენცია უფრო მეტად სითხის შემცველი, ვიდრე მოცემული პირითვის არის ჩვეული. ჩვეულებრივ ფეკალიებში წყლის შემცველობა 72-78 %-ია. თ გაიხარდა 85 %- მდე , განავალი თხელი ხდება, ხოლო 90%-იანი შემცველობის დროს წყლისებური.
· დიარეის დროს მოცულობა ახალშობილებში და ჩვილებში >10 გ/კგ-ზე, ხოლო ნებისმიერ ასაკში - >200 გრამზე დღე-ღამეში. ფეკალიების მოცულობა ნორმაში არის ახალშობილებში და ჩვილებში 5-10 გ/კგ დღე-ღამეში, ნებისმიერ ასაკში -200 გრამამდე დღე- ღამეში. 

среда, 19 февраля 2014 г.

ყაბზობა

                                                                                                  


                                       ყაბზობის მიზეზები 
                                                                               ნათია ცირდავა
  პერისტალტიკის დარღვევა:
  • ნაკლები ბოჭკოვანი საკვები;
  • ნაკლები სითხის მიღება;
  • ინერტული ნაწლავი;
  • ნაწლავის ანთებითი დაავადებები;
  • გაღიზიანებადი ნაწლავის სინდრომი (IBD);
  • ნაწლავური მიოპათია;
  • ოგილვიეს სინდრომი (ფსევდოობსტრუქცია, კოლინჯის დილატაცია მექანიკური ობსტრუქციის გარეშე);
  • მედიკამენტები;
  • ნევროლოგიური მიზეზები;
  • ფსიქიატრიული ფაქტორები;

მენჯის ღრუს პრობლემები

    ყაბზობა
  •  ანიზმი, სპასტიური მენჯის სინდრომი;

კითხვა- პასუხი ( ყაბზობა)


                                                                                     ნათია ცირდავა

   კითხვა:  მყავს  7 თვის პატარა. 2 თვის ასაკიდან დაეწყო  შეკრულობა. ვასვით პედიატრის დანიშნულებით  ლივიფლორი, შემდეგ ლაქტო ჯი,ბიფლორაკი დუფალაკთან ერთად, შედეგი  არაა. შევწყვეტთ დუფალაკს კუჭში გასვლა უჭირს. სხვა პედიატრთანაც მყავდა 2 კვირის  წინ. უზმოდ  წყალი  დაგვინიშნა და დუფალაკი 3 თვე, ასევე  ბრინჯის ფაფა და ბოსტნეულის  პიურე, კუჭში გასვლა დავიწყეთ ოღონდ ძალიან მკვრივი განავალია. ამასთან დაერთო ალერგიული გამონაყარი, ვასმევთ ესლოტინს, რა ვქნათ? მთელი ცხოვრება დუფალაკზე ხომ არ იქნება?
  პასუხი:  ქალბატონო რა კვებაზე გყავთ თქვენი პატარა ( რაციონი)? რამდენ დღეში ერთხელ აქვს ნაწლავთა მოქმედება დამოუკიდებლად? ხომ არ შეგიმჩნევიათ სისხლიანი განავალი? როგორია ბავშვის წონის ნამატი ( დაბადების და ამჟამინდელი წონა). ხომ არ ჩაგიტარებიათ რაიმე კვლევა ( მაგ. ირიგისკოპია). რამდენ მლ. დუფალაკს ასმევთ და როგორ?  

ყაბზობა


                                                                                                      ნათია ცირდავა

რა არის  ყაბზობა?
 
        yabzobaze vlaparakobT maSin, roca 2 kviraze meti xnis ganmavlobaSi  defekaciis sixSire 3 wlamde asakis bavSvs aqvs 6-ze naklebi, xolo nebismier sxva asakSi 3-ze naklebi kviraSi (SemTxvevaTa 95%), Semcirebulia fekaliebis moculoba (<35 gramze dRe-RameSi) da/an adgili aqvs  defekaciis gaZnelebas, romelic SeiZleba ase gamovlindes:
  •  defekacia daZabviT
  •  mcire moculobis mSrali, mkvrivi  masebiT  defekacia
  •  didi zomis, magari fekaluri masebi, defekaciis aqts axlavs tkivili
  • daukmayofileblobis SegrZneba anu arasruli daclis SegrZneba
  •  defekaciis aqtis Semdeg.
  Tu CamoTvlili simptomatika grZeldeba 6 kviraze met xans, amas  qronikuli yabzoba ewodeba.

    საშუალო მაჩვენებლები კუჭ-ნაწლავის აქტივობის ასაკობრივ ჯგუფში
(NASPHAGAN-ის მიერ მოწოდებული გაიდლაინით)

 
 
                  ასაკი
 
დეფეკაციის სიხშირე/კვირაში
დეფეკაციის სიხშირე/დღეში
( საშუალო მაჩვენებელი)
                 0-3 თვე
ექსკუზიურად ძუძუთი კვება
ხელოვნური კვება

         5-40
         5-28

     2.9
     2.0
                 6-12 თვე
        5-28
     1.8
1-3    წელი         
        4-21
     1.4
              >3 წელზე
        3-14
     1.0