понедельник, 14 января 2013 г.

თირკმლების ამილოიდოზი


თირკმლების ამილოიდოზი

 თირკმელების ამილოიდოზი - უმრავლეს შემთხვევაში სისტემური დაავადებაა; ხასიათდება ამილოიდის (რთული ცილოვან – პოლისაქარიდულ კომპლექსი) უჯრედგარე გამოყოფითა და შედეგად ორგანოთა ფუნქციის მოშლით. ამილოიდის ფიბრინულ ცილას რიგ შემთხვევებში აქვს თვისებები, რომელიც ახლოს დგას იმუნოგლობულინების თვისებებთან, სხვა  შემთხვევებში – აქვს ანტიგენური მსგავსება შრატისმიერ ცილასთან, რომელიც ითვლება ამილოიდის წინამორბედად. თირკმელების ამილოიდოზი წარმოადგენს ზოგადი ამილოიდოზის გამოვლინებას. ამილოიდი ჩვეულებრივ ლაგდება ძირითად მემბრანაში,თირკმლის გორგლებისა და არტერიოლების ენდოთელიუმს შორის და თირკმლის მილაკების ძირითად მემბრანაში.
 თირკმლების ამილოიდოზი
თირკმლის ამილოიდოზის კლინიკური კლასიფიკაცია სტადია: 1. დაწყებითი; 2. კლინიკური გამოვლინებების; 3. ტერმინალური ფაზა: 1. პროტეინურიული; 2. ნეფროზული; 3. შეშუპებით-პროტეინურიული; 4. ჰიპერტონიული; 5. თირკმლის ქრონიკული უკმარისობა.Read the rest of this entry »

воскресенье, 13 января 2013 г.

პნევმოსკლეროზი


პნევმოსკლეროზი

პნევმოსკლეროზი - (ბერძნ. pneomon – ფილტვები და სკლეროზი), სხვადასხვა დაავადების შედეგად ფილტვებში შემაერთებელი ქსოვილის ზრდა. პნევმოსკლეროზის განვითარების მიზეზებია პნევმონია, ქრონ. ბრონქიტი, ბრონქული ასთმა, გრიპიტუბერკულოზი, პნევმოკონიოზი, კოლაგენური დაავადებანი, გულის უკმარისობა, ბავშვთა  ინფექციები (წითელა, ყივანახველა), ტრავმული და სხივური დაზიანება და სხვ. ხშირად პნევმოსკლეროზს საფუძვლად უდევს ბრონქოპულმონალური სისტემის ალერგიული რეაქცია. პნევმოსკლეროზის დროს ფილტვები მკვრივი კონსისტენციისაა, ელასტიკური ქსოვილის ადგილზე ვითარდება შემაერთებელი ქსოვილი, რაც მძიმე შემთხვევაში ფილტვის ქსოვილის უხეშ დეფორმაციასა და გარდაქმნას (პნევმოციროზი) იწვევს. პნევმოსკლეროზი შეიძლება იყოს დიფუზური და კეროვანი. კეროვანი პნევმოსკლეროზის დროს ჩვეულებრივ ჩივილები არ აღინიშნება; შეიძლება განვითარდეს ბრონქოექტაზიური დაავადება. დიფუზური პნევმოსკლეროზის
პნევმოსკლეროზი
ნიშნებია ქოშინი (დასაწყისში ფიზ. დატვირთვისას, შემდეგ მოსვენებულ მდგომარეობაშიც),ციანოზი, ხველა. დიფუზური პნევმოსკლეროზის პროგრ. განვითარებისას აღინიშნება ე. წ.სისხლის მიმოქცევის მცირე წრის ჰიპერტონია. ფილტვის ჰიპერტონიისა და გულის მარჯვ. პარკუჭის გადატვირთვის შედეგად ვითარდება ფილტვისმიერი გული, შემდეგ კი – გულისუკმარისობა. პნევმოსკლეროზის ამოცნობაში დიდი მნიშვნელობა აქვს პერკუსიას,აუსკულტაციას და რენტგენოდიაგნოსტიკას. Read the rest of this entry »

პნევმონია


პნევმონია

პნევმონია (pneumonia) – ფილტვების ანთება; დაავადებების ჯგუფი, რომელიც ხასიათდებაფილტვების პარენქიმული, ანუ ფილტვების რესპირატორული ნაწილების ანთებით; იყოფა ორ ჯგუფად: კრუპოზული და კეროვანი.
 pnevmonia
პნევმონია – ეტიოლოგია, პათოგენეზი. ფილტვების ანთება წარმოადგენს ეტიოლოგიურად არაერთგვაროვან დაავადებას, რომლის განვითარებაშიც წამყვანი როლი ენიჭება სხვადასხვა ბაქტერიებს: პნევმო-, სტაფილო – და სტრეპტოკოკებიპნევმონიის კლებსიელა, პფეიფერის ჩხირი, ზოგჯერ ნაწლავის ჩხირი, პროტეა, ჰემოფილური და ლურჯი ჩირქის ჩხირი, ქუ-ცხელების გამომწვევი, ლეგიონელა, შავი ჭირის ჩხირი, ზოგიერთი ვირუსი, მიკოპლაზმები, სოკოები. დაავადების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ვირუსულ-ბაქტერიული ასოციაციები. გამოვლენილია პნევმონიის გამომწვევების ახალი ჯგუფი-ბაქტეროიდები, რომელიც დიდი ხნის მანძილზე ითვლებოდა პირის ღრუს არაპათოგენურ ფლორად. Read the rest of this entry »

пятница, 11 января 2013 г.

ქრონიკული პანკრეატიტი


ქრონიკული პანკრეატიტი chronic pancreatitis

ქრონიკული პანკრეატიტი – ქრონიკული მორეციდივე დაავადება, რომელსაც საფუძვლად უდევს პანკრეასის სადინრების შევიწროება ან დაცობა, კენჭწარმოქმნა. ხშირად წარმოადგენს მწვავე პანკრეატიტის შედეგს; დაავადების ხანგრძლივი მიმდინარეობის დროს ვითარდება კუჭქვეშა ჯირკვლის ეგზო – და ენდოკრინული უკმარისობა. Read the rest of this entry »

პანკრეატიტი


მწვავე პანკრეატიტი acute pancreatitis

მწვავე პანკრეატიტი – დაავადება, რომელსაც საფუძვლად უდევს კუჭქვეშა ჯირკვლის ავტოლიზი, რომელიც განპირობებულია ფერმენტთა აქტივაციით.
 პანკრეატიტი
მწვავე პანკრეატიტი – ეტიოლოგია. მწვავე პანკრეატიტის მიზეზები შესაძლოა იყოს ალკოჰოლი, მეტისმეტად ცხიმიანი პროდუქტების მიღება, ასევე ქოლეცისტიტი და ქოლედოქოლითიაზი, თორმეტგოჯა ნაწლავის დივერტიკულიტები და სხვ. Read the rest of this entry »

ორქოეპიდიდიმიტი


ორქოეპიდიდიმიტი orchiepididymitis

ორქოეპიდიდიმიტი - სათესლე ჯირკვლისა და მისი დანამატის არასპეციფიკური ანთება. შემთხვევათა დაახლოებით 90%-ში დაზიანება ცალმხრივია; ხშირად ვითარდება საშარდე გზების ანთებითი დაავადებების (მათ შორის გონორეის), შარდის ბუშტის ხანგრძლივი კათეტერიზაციის, ტრანსურეთრული პროსტატექტომიის შემდეგ. დაიფიცირების ჰემატოგენური გზა ძალზე იშვიათია. პირველადად ანთება წარმოიქმნება სათესლის დანამატში და სწრაფად ვრცელდება ჯირკვალში. Read the rest of this entry »

მაობლიტირებელი თრომბანგიიტი


მაობლიტირებელი თრომბანგიიტი

მაობლიტირებელი თრომბანგიიტი (thromboangiitis obliterans, Buerger’s disease) –არტერიებისა და ვენების ანთებითი სისტემური დაავადება; ხასიათდება საშუალო და წვრილი, შემდეგ კი მსხვილი სისხლძარღვების სეგმენტური ობლიტერაციითა და თრომბოზით; ვითარდება მამაკაცებში. წინასწარგანმწყობი ფაქტორებია თამბაქოს წევა, გაცივება და მოყინვა, ავტოიმუნური დაავადებები (რევმატიზმი). მორფოლოგიურად ვლინდება ანთებასისხლძარღვის სუბინტიმური პროლიფერაციითა და სანათურის შევიწროებით. Read the rest of this entry »

მაობლიტირებელი ათეროსკლეროზი


 მაობლიტირებელი ათეროსკლეროზი arteriosclerosis obliterans

მაობლიტირებელი ათეროსკლეროზი - პერიფერიული სისხლმიმოქცევის დარღვევების ერთ – ერთი ძირითადი მიზეზი. მის განვითარებას ხელს უწყობს შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერლიპიდემია, ჰიპერტენზია, სხეულის მასის მომატება, ნიკოტინური ინტოქსიკაცია, ხანში შესული და ხანდაზმული ასაკი. რისკის ფაქტორებია: პოლიციტემია, ქრონიკული ინფექციები, ფსიქოსოციალური სტრესული სიტუაციები, მკურნალობა ესტოგენებით. დაზიანება უნვერსალურია და ეხება არა მხოლოდ კიდურების არტერიების შევიწროებას, არამედ თავის ტვინის, გულის, თირკმელების.
 aterosklerozi

среда, 9 января 2013 г.

ყბის ოსტეომიელიტი


ყბის ოსტეომიელიტი

ყბის ოსტეომიელიტი - ინფექციური ჩირქოვან-ნეკროზული პროცესი, რომელიც ვითარდება ყბის ძვალში და მის გარემომცველ ქსოვილებში. განასხვავებენ ჰემატოგენურ, ტრავმულ და ოდონტოგენურ ოსტეომიელიტს.
ოდონტოგენური ოსტეომიელიტის ეტიოლოგია - კბილის ფესვის არხებისა და კბილ-ღრძილის ჯიბეების მიკროფლორა (სტრეპტოკოკებისტაფილოკოკები, ანაერობები). Read the rest of this entry »