ჰემოროიდული კვანძები
მოდელი და ფუნქციონირების სქემა , ჰემოროიდული კვანძების სახეები , შინაგანი ჰემოროიდული კვანძები , გარეგანი ჰემოროიდული კვანძები , ვიდეორგოლები დაწვრილებით >>>
среда, 28 ноября 2012 г.
понедельник, 26 ноября 2012 г.
კუჭის ფუნქციური აქილია
ლალი დათეშიძე
კუჭის ფუნქციური აქილია - მდგომარეობა, რომლიც ხასიათდება კუჭის სეკრეციის დროებითი დათრგუნვით, მისი სეკრეტორული აპარატის ორგანული დაზიანების გარეშე.
ეტიოლოგია, პათოგენეზი: დეპრესია, ინტოქსიკაცია, მძიმე ინფექციური დაავადებები, ჰიპოვიტამინოზები, ნერვული და ფუნქციური გადაძაბვა და სხვ. როგორც ჩანს, რიგ შემთხვევებში ფუნქციური აქილია და ჰიპოქოლია უკავშირდება კუჭის სეკრეტორული აპარატის თანდაყოლილ სისუსტეს. ფუნქციური აქილიები აღინიშნება თირეოტოქსიკოზით, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში. როგორც წესი, ფუნქციური აქილია წარმოადგენს დროებით მდგომარეობას. თუმცა კუჭის ნერვულ-ჯირკვლოვანი აპარატის ხანგრძლივი დამუხრუჭების დროს მასში ვითარდება ორგანული ცვლილებები.
სიმპტომები, მიმდინარეობა. მიმდინარეობს უსიმპტომოდ ან ვლინდება მადის დაქვეითებით, იშვიათ შემთხვევებში-არამკაფიოდ გამოხატული დისპეფსიური მოვლენებით, ზოგიერთი სახის საკვების (რძე) ცუდი გადატანით, ფაღარათებისადმი მიდრეკილებით. განასხვავებენ აქლორჰიდრიისა (კუჭის წვენში თავისუფალი მარილმჟავას არარსებობით) და აქილიის მდგომარეობებს, რომლის დროსაც კუჭის წვენში არ არის აგრეთვე პეპფსინი. კუჭის წვენის გამოკვლევა საშუალებას იძლევა დადგინდეს აქილიის ფუნქციური (შექცევადი), ან ორგანული ხასიათი. რიგ შემთხვევებში მჟავე აქტიური კუჭის წვენის არსებობის დადგენა შესაძლებელია მხოლოდ კუჭის კედლისმიერი @ -მეტრიით. კუჭის ლორწოვანი გარსის ასპირაციული და მიზნობრივი ბიოფსიით ვერ ვლინდება ანთებითი და ატროფიული ცვლილებები.
საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები
..
- ალიმენტური დისტროფია
- ამილოიდოზი
- კარდიის აქალაზია
- კუჭის ფუნქციური აქილია
- გასტრიტი
- ჰემოქრომატოზი
- ჰეპატიტი
- ჰეპატურ-ლენტიკულური დეგენერაცია
- ფუნქციური ჰიპერბილირუბინემიები
- ესენციური ჰიპერლიპემია
- კუჭის ფუნქციური ჰიპერსეკრეცია
- ნაწლავური დისბაქტერიოზი
- კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დისკინეზიები
- დისპეფსია
- დუოდენიტი
- სიყვითლე
- შეკრულობა
- კანდიდოზი
- კარცინოიდი
- ნაწლავური ლიპოდისტროფია
- კოლიტი
- შეწოვის უკმარისობის სინდრომი
- მონელების უკმარისობის სინდრომი
- ქრონიკული პანკრეატიტი
- ღვიძლის უკმარისობის სინდრომი
- კვებითი ალერგია
- ფაღარათი (დიარეა)
- პორტული ჰიპერტენზიის სინდრომი
- პოსტჰეპატიტური სინდრომი
- ტროპიკული სპრუ
- საჭმლის მომნელებელი სისტემის ტუბერკულოზი
- ქრონიკული ქოლეცისტიტი
- ღვიძლის ციროზი
- ეზოფაგიტი
- ენტერიტი
- ნაწლავური ენტეროპათიები
- საყლაპავის პეპტიკური წყლული
- წვრილი ნაწლავის მარტივი წყლული
- სიმპტომური წყლულები
- კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება
воскресенье, 25 ноября 2012 г.
კოლიტის სიმპტომები
კოლიტის სიმპტომები, მიმდინარეობა.
დამახასიათებელია მწვავე სპასტიკური ხასიათის ტკივილი მუცელში, მადის დაქვეითება, ფაღარათი, ზოგადი სისუსტე. განავალი თხიერია, სისხლის შენარევით. შედარებით მძიმე შემთხვევებში განავალი წყლიანია, შეიცავს დიდი რაოდენობით ლორწოს, ზოგჯერ სისხლს; დეფეკაციის სიხშირე დღეში 15 – 20 – ია, შესაძლოა თან მტკივნეული ტენეზმები; მატულობს სხეულის ტემპერატურა (38 გრადუსამდე და მეტი); განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში მკვეთრადაა გამოხატული ზოგადი ინტოქსიკაციის სიმპტომები, ენა მშრალია, დაფარულია რუხი ფერის ან ჭუჭყიანი მორუხო ფერის ნადებით, მუცელი შებერილია, ხოლო ძლიერი ფაღარათის დროს დაკიდულია. პალპაციით აღინიშნება მტკივნეულობა მსხვილი ნაწლავის გაყოლებაზე, სხვადასხვა ნაწილებში – ყურყური. რექტორომანოსკოპიით ვლინდება მსხვილი ნაწლავის დისტალური ნაწილების ლორწოვანის ჰიპერემია და შეშუპება, ნაწლავის კედლებზე ჩანს დიდი რაოდენობით ლორწო, ხოლო უფრო მძიმე შემთხვევებში – ჩირქი; შესაძლოა იყოს ეროზიები, დაწყლულებები და სისხლჩაქცევები. სისხლის გამოკვლევით ვლინდება ზომიერი ლეიკოციტოზი, ედსი მომატებულია. შედარებით მსუბუქ შემთხვევებში ავადმყოფი სწრაფად გამოჯანმრთელდება. მძიმე შემთხვევებში დაავადება ღებულობს გახანგრძლივებულ ხასიათს.
Подписаться на:
Сообщения (Atom)