пятница, 28 декабря 2012 г.

როგორ წარმოიქმნება ჰემოროიდული კვანძები



კლინიკური გამოკვლებებით ნაჩვენებია, რომ ჰემოროიდული კვანძები  საფუძველია კავერნოზული სხეულაკები, რომლებიც განლაგებულია სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსისა დაანალური ხვრელის ქვეშ. ასეთი აგებულების სისხლძარღვები აუცილებელია ანუსის ჰერმეტულობისთვის. იმისათვის, რომ  შეასრულონ თავიანთი ფუნქცია, ეს სისხლძარღვები ყოველთვის ავსებულია სისხლით. სისხლის დინება რეგულირდება დამატებითი სისხლძარღვებით (კოლატერალებით) რომლებიც ეხმარებიან მთავარ სისხლძარღვოვან ღეროს  სისხლძარღვების შევიწროვების ან კვდომის შემთხვევაში. რიგი  მიზეზების გამო, კავერნოზული  ვენების  ფუნქციები ირღვევა და ვენულებით სისხლის დაბრუნება  გულთან უფრო ნელა ხდებავიდრე მისი მიღება. შესაბამისად, არტერიოლები მატულობენ დიამეტრში, მათი კედლები სქელდება და ჩნდება შემსხვილებები კოპების სახით.დაწვრილებით  >>>

თესლის ნაადრევი გამოყოფა


ნაადრევი ეაკულაციის პრობლემა ,სპერმა შედედებული რძესავით ,ნაადრევი ეაკულაცია ,

вторник, 4 декабря 2012 г.

კონსტანტინე ჩახუნაშვილი

 გა-40

კონსტანტინე ჩახუნაშვილი

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ჰუმანიტარული მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი. ჯანდაცვის  სამინისტროს საექსპერტო  კომისიის  წევრი, ექსპერტი. ევრომეცნიერების  საქართველოს  ეროვნული  სექციის  მედიცინისა და სპორტის დეპარტამენტის  ხელმძღვანელი.
ათეულობით სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის სპეციალური კლინიკური სამეცნიერო კვლევებისა პრეპარატ  გა–40–ის  შესახებ.  (იხ. ქვემოთ).
პროფესორ კონსტანტინე ჩახუნაშვილს გააჩნია სამკურნალო პრეპარატ  გა-40-ის   კვლევისა და კლინიკაში  გამოყენების 18 წლიანი გამოცდილება, ათასობით მადლიერი პაციენტი.
დაწვრილებით იხ.

среда, 28 ноября 2012 г.

ჰემოროიდული კვანძები

ჰემოროიდული კვანძები

მოდელი და ფუნქციონირების სქემა , ჰემოროიდული  კვანძების  სახეებიშინაგანი ჰემოროიდული კვანძები , გარეგანი ჰემოროიდული კვანძები , ვიდეორგოლები დაწვრილებით  >>>

ბუასილის მკურნალობა უსისხლოდ


ბუასილის მკურნალობა უსისხლოდ

ბუასილის მკურნალობა


ბუასილის მკურნალობა

ბუასილის ნიშნები



       ბუასილის ნიშნები
2 ნოემბ. 2012 – ბუასილის სიმპტომები. PostDateIcon ნოემბერი 2nd, 2012 |      
     
კითხვა: რა სიმპტომებით (ნიშნებით) შეიძლება .

ბუასილის სიმპტომები


ბუასილის ძირითადი სიმპტომებია: . სისხლდენა ანალური ხვრელიდან, განსაკუთრებით დეფეკაციის აქტის დროს და მის შემდეგ; . ჰემოროიდული კვანძების ... დაწვრილებით >>>>>

понедельник, 26 ноября 2012 г.

დისპეფსია


დისპეფსია – საჭმლის მონელების უპირატესად ფუნქციური ხასიათის დარღვევების კრებითი ტერმინი, რომელიც ვითარდება საჭმლის მომნელებელი ფერმენტების უკმარისობის შედეგად. ალიმენტური დისპეფსია წარმოიქნება ხანგრძლივად არარაციონალური კვების შედეგად. განასხვავებენ დუღილის, ლპობით და ცხომოვან დისპეფსიებს. ლპობითი დისპეფსია უკავშირდება საკვებში ნახშირწყლების ჭარბად გამოყენებას, ასევე მაგ. ბურახის მსგავსი სასმელების მიღებას, რის გამოც ნაწლავში იქმნება გარკვეული პირობები დუღილის ფლორის განვითარებისათვის. ლპობითი დისპეფსია წარმოიქმნება საკვებში უპირატესად ცილოვანი პროდუქტების გამოყენებით, განსაკუთრებით ცხვრის, ღორის ხორცის მიღებით, რომლებიც ნელა გადამუშავდებიან ნაწლავში. ზოგჯერ ლპობითი დისპეფსია ვითარდება საკვებად უხარისხო ხორციანი პროდუქტების გამოყენებით. ცხიმოვანი დისპეფსიას იწვევს ძნელად გადამამუშავებელი, განსაკუთრებით ძნელლღობადი ცხიმების გამოყენება (ღორის, ცხვრის). საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მოტორული ფუნქციის დარღვევა აძნელებს საკვების ნორმალურ გადამუშავებას და ხელს უწყობს დისპეფსიის განვითარებას. ამავე დროს, დისპეფსიების დროს უჩვეულო, ან დიდი რაოდენობის დაშლის პროდუქტების წარმოქმნა (ორგანული მჟავები, ინდოლი, სკატოლი, გოგირდწყალბადი) აღიზიანებენ ნაწლავის ლორწოვანი გარსის რეცეპტორებს და იწვევენ ნაწლავის პერისტალტიკის დაჩქარებას. საჭმლის მონელების პროცესების მოშლა თავის მხრივ არღვევს ნაწლავის მიკროფლორის ნორმალურ განვითარებასა და იწვევს დისბაქტერიოზს. 

ჰეპატურ-ლენტიკულური დეგენერაცია



ჰეპატოლენტიკულარული დეგენერაცია – ზოგადი დაავადება, რომელიც ხასიათდება სპილენძის ცვლის დარღვევით, ციროზის ტიპის ღვიძლის დაზიანებითა და თავის ტვინში დესტრუქციული პროცესებით. გვხვდება უპირატესად ჭაბუკობის ასაკში. და მიეკუთვნება გენეტიკურად განპირობებულ ფერმენტოპათიებს; გადაეცემა ავტოსომურ – რეცესიული ტიპით. ავადმყოფთა სისხლის შრატში დაქვეითებულია ცერულოპლაზმინის შემცველობა, რომელიც ბოჭავს სპილენძს და მნიშვნელოვნადაა გაძლიერებული სპილენძის აბსორბცია ნაწლავში. ამის შედეგად ხდება სპილენძის ჭარბ დაგროვებას ღვიძლში (რაც იწვევს ციროზის განვითარებას), ნერვული სისტემის განგლიებში (იწვევს მათ ტოქსიკურ დაზიანებას), კანში, რქოვანას პერიფერიაზე და სხვა ქსოვილებში.

ჰემოქრომატოზი



ჰემოქრომატოზი (ღვიძლის პიგმენტური ციროზი, ბრინჯაოს დიაბეტი, ტრუზიე – ანო – შოფარას სინდრომი, სიდეროფილია და სხვ.) – ხასიათდება ზოგიერთი ორგანოს ქსოვილებში რკინის შემცველი პიგმენტის პროგრესირებადი ჩალაგებით, შემდგომში ამ ორგანოების ფიბროზული გადაგვარებითა და მათი ფუნქციების დარღვევებით. დაავადებას საფუძვლად უდევს კუჭის ლორწოვანი გარსის მიერ რკინის შეწოვის გაძლიერება, რომლისადმი მიდრეკილებას აქვს მემკვიდრეობითი ხასიათი. აღნიშნულ ავადმყოფთა დაახლოებით 1/3 აღნიშნავს ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებას. ავადდებიან უპირატესად მამაკაცები, რამეთუ, ქალებში სისხლის ფიზიოლოგიური დაკარგვის არსებობა ხელს უშლის დაავადების პროგრესირებას.
ეტიოლოგია, პათოგენეზი. პირველადი (იდიოპათიკური) ჰემოქრომატოზი მიეკუთვნება ფერმენტოპათიებს და განიხილება როგორც თანდაყოლილილ დაავადება მემკვიდრეობის ავტოსომურ – რეცესიული გადაცემის გზით, რომლის დროსაც ადამიანის წვრილ ნაწლავში შეიწოვება მნიშვნელოვნად მეტი რაოდენობით რკინა, ვიდრე ეს ნორმაშია; რკინა  ჭარბად დეპონირდება ღვიძლში, კუჭქვეშა ჯირკვალში, გულის კუთში და ა. შ. ძირითადად უხსნადი ჰემოსიდერინის სახით. ვიტარდება დაზიანებული ორგანოების ქსოვილთა მეორადი ანთებით – სკლეროზული რეაქცია. გლუვ კუნთებში ასევე ჭარბად ლაგდება ლიპოფუსცინი, ეპიდერმისში – მელანინი. მეორადი ჰემოქრომატოზი წარმოიქმნება ორგანიზმში რკინის ჭარბად შეყვანისას (რკინის პრეპარატებით ხანგრძლივი არაკონტროლირებადი მკურნალობისას, სისხლის განმეორებითი ხშირი გადასხმისას და ა. შ.).

კუჭის ფუნქციური აქილია


ლალი დათეშიძე
კუჭის ფუნქციური აქილია - მდგომარეობა, რომლიც ხასიათდება კუჭის სეკრეციის დროებითი დათრგუნვით, მისი სეკრეტორული აპარატის ორგანული დაზიანების გარეშე.
ეტიოლოგია, პათოგენეზი: დეპრესია, ინტოქსიკაცია, მძიმე ინფექციური დაავადებები, ჰიპოვიტამინოზები, ნერვული და ფუნქციური გადაძაბვა და სხვ. როგორც ჩანს, რიგ შემთხვევებში ფუნქციური აქილია და ჰიპოქოლია უკავშირდება კუჭის სეკრეტორული აპარატის თანდაყოლილ სისუსტეს. ფუნქციური აქილიები აღინიშნება თირეოტოქსიკოზით, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში. როგორც წესი, ფუნქციური აქილია წარმოადგენს დროებით მდგომარეობას. თუმცა კუჭის ნერვულ-ჯირკვლოვანი აპარატის ხანგრძლივი დამუხრუჭების დროს მასში ვითარდება ორგანული ცვლილებები.
სიმპტომები, მიმდინარეობა. მიმდინარეობს უსიმპტომოდ ან ვლინდება მადის დაქვეითებით, იშვიათ შემთხვევებში-არამკაფიოდ გამოხატული დისპეფსიური მოვლენებით, ზოგიერთი სახის საკვების (რძე) ცუდი გადატანით, ფაღარათებისადმი მიდრეკილებით. განასხვავებენ აქლორჰიდრიისა (კუჭის წვენში თავისუფალი მარილმჟავას არარსებობით) და აქილიის მდგომარეობებს, რომლის დროსაც კუჭის წვენში არ არის აგრეთვე პეპფსინი. კუჭის წვენის გამოკვლევა საშუალებას იძლევა დადგინდეს აქილიის ფუნქციური (შექცევადი), ან ორგანული ხასიათი. რიგ შემთხვევებში მჟავე აქტიური კუჭის წვენის არსებობის დადგენა შესაძლებელია მხოლოდ კუჭის კედლისმიერი @ -მეტრიით. კუჭის ლორწოვანი გარსის ასპირაციული და მიზნობრივი ბიოფსიით ვერ ვლინდება ანთებითი და ატროფიული ცვლილებები.

კარდიის აქალაზია



კარდიის აქალაზია – შედარებით იშვიათი დაავადებაა, რომელიც ხასიათდება საყლაპავისა და კარდიის ნერვული წნულის დისტროფიული ცვლილებებით, საყლაპავის ატონიით, გაფართოებით, მისი კედლის პერისტალტიკის მოშლით და ყლაპვის დროს კარდიის რეფლექტორული გახსნით, ამის შედეგად კუჭში საკვების გადასვლის შეფერხებით და მისი ხანგრძლივი შეჩერებით საყლაპავში.
სიმპტომები, მიმდინარეობა. დამახასიათებელია მკერდუკანა ტკივილი, დისფაგია და რეგურგიტაცია. მკერდუკანა ტკივილი ვლინდება კრიზების სახით, რომელიც ხშირად ვითარდება ღამით; ზოგჯერ ტკივილი წარმოიქმნება ცარიელი ან პირიქით, გადავსებული საყლაპავის დროს. დისფაგია თავდაპირველად ეპიზოდურია, გამოხატულ შემთხვევებში აღინიშნება ყოველი ჭამის დროს, განსაკუთრებით მშრალი ან ცუდად დაღეჭილის საკვების გადაყლაპვისას, ძლიერდება ნერვიულობის, აღელვების დროს. საკვების გასვლის გასაიოლებლად ავადმყოფები სვამენ ერთი შესმით ჭიქა წყალს ან გადაყლაპავენ ჰაერს, ასრულებენ ღრმა ჩასუნთქვას და სხვ., რაც რიგ შემთხვევებში იძლევა გარკვეულ შვებას. რეგურგიტაცია ვლინდება საყლაპავში დაგროვებული ნერწყვის, ლორწოსა და საკვების ნარჩენების ამობოყინებით, რომელიც წარმოიქმნება ტანის დახრისას, ან ღამით, ძილის დროს. უკანასკნელ შემთხვევებში შესაძლოა მოხდეს მასების ასპირაცია, რაც ხშირად წარმოადგენს ასპირაციული პნევმონიების მიზეზს.

ამილოიდოზი


ამილოიდოზი – მრავალი ორგანოსა და სხვადასხვა ქსოვილოვანი სტრუქტურების დაზიანებით მიმდინარე სისტემური დაავადებაა; ხასიათდება ცილოვანი ცვლის დარღვევით და ცილოვან – პოლისაქარიდული კომპლექსების უჯრედგარე ჩალაგებით. განასხვავებენ შემდეგ ძირითად ფორმებს: 1. პირველადი ამილოიდოზი, რომელიც წარმოადგენს თანდაყოლილ ფერმენტოპათიას; გადაეცემა ავტოსომურ – დომინანტური ტიპით; 2. მეორადი, წარმოქმნილი ხანგრძლივად მიმდინარე ქრონიკული დაავადებების ფონზე; ხასიათდება ქსოვილების დაშლით და დაშლის პროდუქტების შეწოვით ან მნიშვნელოვანი იმუნოპათოლოგიური დარღვევებით; 3. იდიოპათიკური; 4. მოხუცებულობითი ამილოიდოზი.
საყლაპავის ამილოიდოზი გვხვდება საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა ნაწილების ერთდროული დაზიანებით. დამახასიათებელია დისფაგია მკვრივი და მშრალი საკვების გადაყლაპვისას, განსაკუთრებით წოლის დროს ჭამისას. რენტგენოლოგიური გამოკვლევით საყლაპავი ჰიპოტონურია, პერისტალტიკა შესუსტებულია, ავადმყოფის გამოკვლევისას ჰორინზოტალური მდებარეობაში ბარიუმის შენაწონი დიდხანს ჩერდება საყლაპავში. გართულებები: საყლაპავის ამილოიდური წყლულები და საყლაპავიდან სისხლდენები.
კუჭის ამოლოიდოზი ჩვეულებრივ შერწყმულია ნაწლავის და სხვა ორგანოების ამილოიდოზთან. კლინიკური სურათი: სიმძიმის გრძნობა ეპიგასტრიუმის არეში ჭამის შემდეგ, დისპეფსიური დარღვევები; რენტგენოლოგიური გამოკვლევით – ლორწოვანი გარსების ნაოჭების გადასწორება, პერისტალტიკის შესუსტება და კუჭის შიგთავსის ევაკუაციის შესუსტება. გართულებები: კუჭის ამილოიდური წყლულები, კუჭიდან სისხლდენა, წყლულების პერფორაცია. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება ქრონიკულ გასტრიტთან, კუჭის წყლულოვან დაავადებასთან, იშვიათად – სიმსივნესთან. ამილოიდოზის გამოვლინებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ბიოფსიის მონაცემებს.

ალიმენტური დისტროფია


ეტიოლოგია, პათოგენეზი. ორგანიზმში საკვები ნივთიერებების არასაკმარისი შეღწევა და მათი შეწოვა, რაც განპირობებულია როგორც ეგზოგენური ასევე ენდოგენური მიზეზებით (საყლაპავის სიმსივნური, ნაწიბუროვანი შევიწროება, ასევე პილორუსის; საჭმლის მონელების და შეწოვის უკმარისობის სინდრომი). გარკვეული მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ აბსოლუტურ, არამედ საკვების კალორიულობის შეფარდებით დაქვეითებასაც, საკვების რაციონის თვისებრივ ცვლილებებს, განსაკუთრებით კი ცილების, ცხიმების დეფიციტს; შეუცვლელი ამინომჟავების უკმარისობა, ცხიმოვანი მჟავეებისა და ვიტამინების (პირველ რიგში ცხიმში ხსნადის). კვების ხანგრძლივი უკმარისობისას ვითარდება ჰიპოპროტეინემია, სხვადასხვა ორგანოებისა და ქსოვილების დისტროფული ცვლილებები, ირღვევა მრავალი ორგანოს ფუნქცია, წარმოიქმნება პოლიგლადულური უკმარისობა. დისტროფიული ცვლილებები საჭმლის მომნელებელი ტრაქტის კედელში და საჭმლის მონელებელ ჯირკვლებში მიმდინარეობს მათი ფუნქციების პროგრესირებადი დარღვევებით და ორგანიზმში ცვლის პროცესების მოშლის გაღრმავებით.

საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები


..